რეგიონული ოფისების მობილიზატორი
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონული ოფისების მობილიზატორის პოზიციაზე (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში).
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-ზე მეტ ფერმერსა და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი. ასევე, ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ასოციაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების, საველე გასვლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
- დაინტერესებული პირებისათვის სოფლის მეურნეობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
- რეგიონში წევრებისა და პროექტების ბენეფიციარების ბაზის შემუშავება და ყოველთვიური განახლება;
- ფერმერთა სათათბიროს საქმიანობაში დახმარება – წევრების იდენტიფიკაცია, მობილიზაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
- რეგიონის აგრო-სასურსათო ბიზნესების იდენტიფიცირება და კონტაქტების დამყარება;
- ფერმერთა ასოციაციის წევრების რაოდენობის გაზრდა;
- ფერმერთა ასოციაციის სერვისების ფერმერებამდე ეფექტიანად მიტანა;
- ფერმერთა ასოციაციის კვლევებში დახმარება;
- პროექტების განხორციელებაში დახმარება და პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მონიტორინგი;
- შიდა კომუნიკაციის პროცესებში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
- სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- რეგიონალური ოფისის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;
- ორგანიზაციაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან, მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით რეგიონებში ხშირი ვიზიტი.
- ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია აგრონომიის, ვეტერინარიის, აგრობიზნესის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სოფლის მეურნეობის სფეროს ცოდნა და/ან აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება (განსაკუთრებით მეცხოველეობაში) მიიჩნევა უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პროცესების მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
გარანტიები:
- შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: აბაშა/ახალციხე/ თელავის რეგიონული ოფისი
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
სასურველია კანდიდატს ჰყავდეს ავტომობილი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge
ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ის რეგიონი,რომელშიც გსურთ დასაქმება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!