საბაზრო ფასების შემგროვებელი ოფიცერი

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს ვაკანსიას აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში,  საბაზრო ფასების შემგროვებელი ოფიცრის პოზიციაზე თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად  იყო ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსისა (GAARD).

ორგანიზაციის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შერჩეულ მარკეტებსა და აგრარულ ბაზრებში ვიზიტის განხორციელება, ყოველკვირეულად/ყოველთვიურად; 
  • შერჩეული პროდუქტების ფასების მონიტორინგი და ამ ფასების სისტემაში ასახვა ყოველკვირეულად /ყოველთვიურად; 
  • პროექტის კოორდინატორთან აქტიური კომუნიკაცია, მონაცემების შეგროვების პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად და მონაცემების სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; 
  • ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან (სმარტფონი, პლანშეტი) მუშაობის შესაძლებლობა;

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო პროცესში ჩართულობა: არაუმეტეს 3 (სამი) საათისა.

მომსახურების ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

მომსახურების ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად, საშუალოდ თვეში 200 ლარი, დატვირთულობიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება! 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

თარიღი

სექ 14 2021
დასრულებული !

დრო

8:00 am - 6:00 pm

ხელფასი

₾200.00

ორგანიზატორი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
Phone
+995 32 2 193 003
ელ-ფოსტა
hr@gfa.org.ge
Website
https://gfa.org.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *