სტაჟიორი

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირებას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე
საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში ადმინისტრაციული
ასისტენტის პოზიციაზე ქუთაისში, ბათუმში, აბროლაურში და ოზურგეთში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ
პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4500-ზე მეტ ფერმერს
და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან
მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას
შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო
უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა
და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო
საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი. ასევე, ფერმერთა
ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA)
პრივილეგირებული პარტნიორია.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ
სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი
საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის
სექტორის გაძლიერების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისში შემოსული ვიზიტორების მიღება/დახვედრა და შესაბამისად გადამისამართება;
  • შემომავალ სატელეფონო ზარებსა და მეილებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • ოფისში მიღებული სხვადასხვა დოკუმენტაციის/წერილების დახარისხება, შენახვა და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა
  • საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
–  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
–  უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

–  კომპიუტერული და ონლაინ პროგრამული ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS
PowerPoint)
პიროვნული თვისებები:
–  სწრაფი ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე
ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებისა და შეხედულებების
სტრუქტურირებულად გადმოცემის უნარი;
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
–  დეტალებზე ორიენტირებულობა;
–  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
–  დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
–  გუნდური მუშაობის უნარი;

–  ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
– ორგანიზებულობა.
სამუშაო პროცესში ჩართულობა: სრული განკვეთი.
მომსახურების ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
მომსახურების ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის
კვალიფიკაციის შესაბამისად,
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge
ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს
დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის
განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან
მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური
კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი
ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური,
საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული
კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების
გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ
საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას
ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV
გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური
ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ
პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების
შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *