ტექნიკური ინჟინერი

კომპანია: უდაბნო
პოზიცია: ტექნიკური ინჟინერი
დეპარტამენტი: საოპერაციო
მიმართულება: ტექნიკური

ძირითადი მოვალეობები:
1. უზრუნველყოს ნუშის ბაღებში არსებულ წვეთოვანი სისტემების გამართულად მუშაობა;
2. იყოს პასუხისმგებელი რეზერვუარების ტექნიკურ გამართულობაზე და ხარვეზის
შემთხვევაში იზრუნოს პრობლემის აღმოფხვრაზე;
3. იზრუნოს ირიგაციის ტექნიკურ მხარეზე და გაუმართაობის შემთხვევაში მიიღოს
შესაბამისი ზომები;
4. მუდმივად აკონტროლოს სამუშაო პროცესი და ჩაატაროს შემოვლითი ღონისძიებები;
5. იზრუნოს სამუშაო პროცესისთვის საჭირო პირობებზე;
6. იყოს პასუხისმგებელი წვეთოვანი სისტემის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებულ
ყველა სხვა საქმიანობაზე;
7. საჭიროებისამებრ აწარმოოს ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დანადგარების
მონიტორინგი.
8. სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვროს მისი სამუშაო არეალის რისკები (სახანძრო
უსაფრთხოება, ელექტრო/მექანიკური ხელსაწყოები, ტვირთის სიმძიმე, სისუფთავე და ა.შ)
და აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელს;
9. ორგანიზება გაუწიოს სამუშაო სივრცის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას.

მოთხოვნები:
• თეორიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
• საინჟინრო მიმართულებით თეორიული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• ფიზიკური გამძლეობა, (სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი და სხვა);
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• კომპიუტერული პროგრამების: Microsoft (excel, word) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე

თარიღი

სექ 07 2021
დასრულებული !

ლოკაცია

კახეთი
კახეთი
კატეგორია
უდაბნო

ორგანიზატორი

უდაბნო
ელ-ფოსტა
hr@udabno.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *