უმცროსი შესყიდვების სპეციალისტი
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა
და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი. ასევე, ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტენდერების ჩატარება და საუკეთესო მომწოდებლების მოძიება-შერჩევა;
- მომწოდებლებთან შეხვედრებზე დასწრება, პირობებზე მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
- მომწოდებლების შეფასება;
- შესყიდვის მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი საქონლის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
- შეკვეთის, შესყიდვის ორდერის, საჭირო ინფორმაციის სისტემური ასახვა, ანალიზი და კონტროლი;
- მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
- მოწოდების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- საქონლის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
- გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ადგილობრივი და უცხოური მომწოდებლების კოორდინირება; თვის ბოლოს მომწოდებლებთან ბალანსის რეკონსილაცია;
- ლოჯისტიკისა და შესყიდვების მონაცემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქმედების დაგეგმვა;
- ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მომზადება და დროულად მიწოდება;
- არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული მონიტორინგი;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ლოჯისტიკა/შესყიდვები);
- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემუშავების გამოცდილება და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული(სასურველია) ენების ცოდნა;
- სასურველია დონორ ორგანიზაციებთან ან/და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office, 1C, ERP) საფუძვილანი ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
გარანტიები:
- შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge
ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!