უფროსი მკვლევარი
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი მკვლევარის პოზიციაზე თბილისში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი. ასევე, ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გამოცხადებული კვლევითი პროექტების მიმოხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- კვლევის დამკვეთებთან ან პოტენციურ დამკვეთებთან საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმართვა;
- ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების ფარგლებში საჭირო შიდა და გარე კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
- კვლევის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით სატელეფონო ცენტრის განყოფილების თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩატარება;
- განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი, ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
- პროექტების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭირო კვლევებისა და მათი შედეგების ანალიზის მიზნით, შესაბამის ორგანიზაციებთან და/ან ექსპერტებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი საქმიანობის კოორდინირება;
- ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
- სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
- ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით კვლევების, მათ შორის ფერმის/ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ ბიუჯეტები და ფინანსური გათვლები, განხორციელების გამოცდილება;
- აგრო-სასურსათო პროდუქტების ფასების ანალიზი და ინფოგრაფიკების მომზადება (გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
- სტატისტიკური პროგრამების ცოდნა (SPSS, Stata, R და ა.შ) ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პროცესების მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პროაქტიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
გარანტიები:
- შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge
ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!