მოკლევადიანი საგანმანათლებლო მომზადება/გადამზადების კურსები

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროექტ „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინციატივა“-ს
ფარგლებში აცხადებს მოკლევადიანი საგანმანათლებლო მომზადება/გადამზადების კურსებს შემდეგი
მიმართულებით:

VET ინტერესის გამოხატვა აპლიკაცია
➢ დეკორატიული მცენარეების წარმოება დახურულ გრუნტში (სამცხე-ჯავახეთი)
➢ დეკორატიული მცენარეების წარმოება ღია და დახურულ გრუნტზე (ქვემო ქართლი)
➢ ნუშის ბაღის მოვლა-პატრონობა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (კახეთი)
➢ დეკორატიული მცენარეების წარმოება ღია და დახურულ გრუნტზე (მცხეთა-მთიანეთი)
აღნიშნული კურსები განკუთვნილია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, რომელსაც სურს
მიიღოს/გაიღრმავოს ცოდნა და პრაქტიკული უნარები ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით.
პროგრამის ხანგრძლივობა და პერიოდი: 2021 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 ოქტომბრის ჩათვლით
პროგრამა ეფუძნება თეორიული ცოდნის მიღებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას. თეორიული
სწავლების ნაწილი წარიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – ველზე
ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმუმ 12 ადამიანი);
პროექტის ფარგლებში განმახორციელებლის მიერ დაფინანსებულია: პროგრამის მონაწილეების სწავლების
საფასური, პრაქტიკის ობიექტზე ტრანსპორტირების ხარჯი საჭიროების შემთხვვეაში, თეორიული
სწავლებისთვის საჭირო სასწავლო მასალა და საველე სწავლებისთვის საჭირო ეკიპირება/ინვენტარი;

დეკორატიული მცენარეების წარმოება დახურულ გრუნტში (სათბურში) – სამცხე-ჯავახეთი
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს
დეკორატიული მცენარეების იდენტიფიცირებას, დახურულ გრუნტში (სათბურში) მათი გამრავლების
მეთოდების დახასიათებას და მათ მოვლას: თესვას, დარგვას, გამოკვებას, მორწყვას, მავნებელ დაავადებათა
კონტროლს, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 1 თვეს (კვირაში 3 დღე პრაქტიკული/თეორიული მეცადინეობა)
საკომუნიკაციო ენა: ქართული
პრაქტიკული მეცადინეობის განხორციელების ადგილი: სამცხე-ჯავახეთი: ახალციხე – კოლეჯი ოპიზარი,
რაბათის ციხის მიდემბარე ტერიტორია, ახალციხის რ-ნი.

ნუშის ბაღის მოვლა-პატრონობა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (კახეთი, შპს“უდაბნოს ბაზაზე)
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის კადრი, რომელიც შეძლებს ფლობდეს
სრულფასოვან ინფრომაციას, ნუშის ბაღის მოვლა-პატრონობას მსოფლიოს უახლესი მეთოდის გამოყენებით;
მსოფლიოს ტენდენციები ნუშის კულტურის სამრეწველო და ბიოლოგიური თავისებურებების შესახებ;
პრაქტიკულ სამუშაოზებზე დაყრდნობით თანამედროვე ნუშის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოებსი
ჩატარებას, ნიადაგუს დამუშავებას, ბაღის მორწყვას, პესტ მენეჯმენტს უსაფრთხოების წესების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 1 თვეს
საკომუნიკაციო ენა: ქართული
პრაქტიკული მეცადინეობის განხორციელების ადგილი: შპს უდაბნო, საგარეჯოს რ-ნი

დეკორატიული მცენარეების წარმოება ღია და დახურულ გრუნტზე (ქვემო ქართლი)
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს
დეკორატიული მცენარეების იდენტიფიცირებას, დახურულ გრუნტში (სათბურში) მათი გამრავლების
მეთოდების დახასიათებას და მათ მოვლას: თესვას, დარგვას, გამოკვებას, მორწყვას, მავნებელ დაავადებათა
კონტროლს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 1 თვეს (კვირაში 3 დღე პრაქტიკული/თეორიული მეცადინეობა)
საკომუნიკაციო ენა: ქართული
პრაქტიკული მეცადინეობის განხორციელების ადგილი: ქვემო ქართლი, სოფელი მარადისი
დეკორატიული მცენარეების წარმოება ღია და დახურულ გრუნტზე (მცხეთა-მთიანეთი)
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს
დეკორატიული მცენარეების იდენტიფიცირებას, დახურულ გრუნტში (სათბურში) მათი გამრავლების
მეთოდების დახასიათებას და მათ მოვლას: თესვას, დარგვას, გამოკვებას, მორწყვას, მავნებელ დაავადებათა
კონტროლს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 1 თვეს (კვირაში 3 დღე პრაქტიკული/თეორიული მეცადინეობა)
საკომუნიკაციო ენა: ქართული
პრაქტიკული მეცადინეობის განხორციელების ადგილი: მცხეთა-მთიანეთი – სოფ. არაშენდა, სოფ. ჯიღაურა,
სოფ. ზაქარო, სოფ. წილკანი

კურსის დასრულების შემდეგ მოხდება კურსის მონაწილეთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეფასება.

პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

თარიღი

სექ 27 - 30 2021
დასრულებული !

დრო

8:00 am - 6:00 pm

ორგანიზატორი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
Phone
+995 32 2 193 003
ელ-ფოსტა
hr@gfa.org.ge
Website
https://gfa.org.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *