დრონის ოპერატორი
კომპანია: უდაბნო
პოზიცია: დრონის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: საგარეჯო, სათაფლეს მიმდებარე.
ძირითადი მოვალეობები:
1. უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დრონის ექსპლუატაცია;
2. აღრიცხოს და მოუაროს შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით დრონებს და მისი
ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ინვენტარს;
3. დაიცვას დადგენილი სტანდარტები ფრენამდე, ფრენის დროს და ფრენის შემდგომ;
4. მოახდინოს ავტომატიზირებული ფრენის შესაბამის პროგრამაში დაგეგმარება;
5. დრონის საშუალებით გაუწიოს მონიტორინგი ტერიტორიის უსაფრთხოებას დადგენილი
ინსტრუქტაჟის მიხედვით;
6. მოახდინოს საფრენოსნო ოპერაციის დროს წარმოქმნილი ტექნიკური თუ სხვა ფრენის
შემაფერხებელი პრობლემების აღმოფხვრა;
7. იზრუნოს მოწყობილობების უწყვეტ და საიმედო ფუნქციონირებაზე შრომის
უსაფრთხოების წესების დაცვით;
8. პერიოდულად რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
9. იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და კომპანიაში არსებული
ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
მოთხოვნები:
• დრონების ფრენის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
• ინტერესი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
• DJI-ს ეკოსისტემის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• სასურველია სამოქალაქო ავიაციის მიერ გაცემული A1/A3 ან/და A2 კატეგორიის მოწმობა;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• ფიზიკური გამძლეობა, (სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი და სხვა);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე
hr@udabno.com