ფერმის მენეჯერი მსხვილფეხა პირუტყვი
ძირითადი მოვალეობები:
1. აკონტროლოს მსხვილფეხა ცხოველთა გადაადგილება საძოვარზე;
2. გაუწიოს მეთვალყურეობა მსხვილფეხა პირუტყვის ჯანმრთელობას და მასთან
შეუსაბამო ნიშნების შემჩნევისთანავე მიიღოს შესაბამისი ზომები;
3. აკონტროლოს საძოვარ-სათიბები და იზრუნოს ტერიტორიის სისუფთავეზე;
4. მუდმივად იზრუნოს ზოოჰიგიენაზე;
5. გაუწიოს ზედამხედველობა წველის პროცესს;
6. უზრუნველყოს მსხვილფეხა პირუტყვთა ძირითადი ინფექციური, ინვაზიური და
არაგადამდები დაავადებების კონტროლი და მათი პრევენციული, საპროფილაქტიკო
და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, დაგეგმვა და ზედამხედველობა.
7. დაგეგმოს და აკონტროლოს სამუშაოების ვადები და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს
მითითებები პროცესების დაჩქარების მიზნით;
8. გაუწიოს ორგანიზება პროფილაქტიკურ, სამკურნალო და ვეტერინარულ-სანიტარულ
ზომებს, რომლებიც მიმართულია პირუტყვის ჯანმრთელობისა მდგომარეობის,
პროდუქტიულობის გაზრდასა და დაავადებების შემცირებაზე;
9. აწარმოოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტი, აკონტროლოს მათი
სიზუსტე და სისრულე;
10. გაუწიოს მონიტორინგი მიმდინარე სამუშაოების მსვლელობას და შესრულებული
სამუშაოს ხარისხს;
11. ორგანიზება გაუწიოს ფერმის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– უმაღლესი/პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
– მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
– ცხოველთა დაავადებების ცოდნა, მათი პრევენციული, საპროფილაქტიკო და სამკურნალო
ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
– ფლობდეს ცხოველთა სადეზინფექციო და სამკურნალო საშუალებების გამოყენების წესებს;
– ფლობდეს ინფორმაციას საკარანტინო ღონისძიებების შესახებ;
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– საოფისე პროგრამების ცოდნა ( Microsoft excel, word);
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
– მართვის მოწმობა B კატეგორია;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@udabno.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.