ფერმის მენეჯერი წვრილფეხა პირუტყვი
ძირითადი მოვალეობები:
1. აკონტროლოს წვრილფეხა ცხოველთა გადაადგილება საძოვარზე;
2. გაუწიოს მეთვალყურეობა წვრილფეხა პირუტყვის ჯანმრთელობას და მასთან შეუსაბამო
ნიშნების შემჩნევისთანავე მიიღოს შესაბამისი ზომები;
3. მუდმივად იზრუნოს ზოოჰიგიენაზე;
4. აწარმოოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტი, აკონტროლოს მათი სიზუსტე და
სისრულე;
5. განსაზღვროს ფერმისთვის საჭირო მასალა/ინვენტარი/საკვები, მიაწოდოს ინფორმაცია
შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელს და აკონტროლოს მათი მიღება/ჩაბარება;
6. ფლობდეს ინფორმაციას საწყობში არსებულ მარაგებთან დაკავშირებით, რათა
განსაზღვროს წვრილფეხა პირუტყვის ფერმისთვის საჭირო შეკვეთის განთავსების დრო;
7. დეტალურად აღრიცხოს ფერმის ყოველდღიური ხარჯები, გაუწიოს მონიტორინგი
ბიუჯეტის მიზნობრივ გახარჯვას და რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია ოპერაციების
მენეჯერს.
8. უზრუნველყოს წვრილფეხა პირუტყვის ძირითადი ინფექციური, ინვაზიური და
არაგადამდები დაავადებების კონტროლი და მათი პრევენციული, საპროფილაქტიკო და
სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, დაგეგმვა და ზედამხედველობა;
9. დაგეგმოს და აკონტროლოს სამუშაოების ვადები და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს
მითითებები პროცესების დაჩქარების მიზნით;
10. გაუწიოს ორგანიზება პროფილაქტიკურ, სამკურნალო და ვეტერინარულ-სანიტარულ
ზომებს, რომლებიც მიმართულია პირუტყვის ჯანმრთელობისა მდგომარეობის,
პროდუქტიულობის გაზრდასა და დაავადებების შემცირებაზე;
11. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს შესაძენი ცხოველის შერჩევის პროცესში,
სამომავლო პროდუქტიულობის განსაზღვრაში, როგორც ვეტერინარული ისე გენეტიკური
კუთხით;
12. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის წლიური საოპერაციო
ბიუჯეტის შედგენაში;
13. აწარმოოს ფერმაზე დასაქმებული შემსრულებლების დასწრება და მათი ხელფასების
აღრიცხვა;
14. გაუწიოს მონიტორინგი მიმდინარე სამუშაოების მსვლელობას და შესრულებული
სამუშაოს ხარისხს;
15. ორგანიზება გაუწიოს ფერმის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– უმაღლესი/პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
– მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
– ცხოველთა და ფრინველთა ძირითადი დაავადებების ცოდნა, მათი პრევენციული,
საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება
უპირატესობად;
– ფლობდეს ცხოველთა სადეზინფექციო და სამკურნალო საშუალებების გამოყენების წესებს;
– ფლობდეს ინფორმაციას საკარანტინო ღონისძიებების შესახებ;
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– საოფისე პროგრამების ცოდნა( Microsoft excel, word);
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
– მართვის მოწმობა B კატეგორია;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@udabno.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.