ფერმის ადმინისტრატორი
კომპანია: უდაბნო ფერმა
პოზიცია: ფერმის ადმინისტრატორი
ანგარიშვალდებულია: პროექტის დირექტორის წინაშე
ძირითადი მოვალეობები:
1. კოორდინაცია გაუწიოს ფინანსური და საოპერაციო დეპარტამენტებისთვის საჭირო
ინფორმაციის და დოკუმენტაციის დროულად მიწოდებას;
2. უზრუნველყოს ფერმისთვის შესყიდვის მოთხოვნების მომზადება და ყველა საჭირო
დოკუმენტაციის მოგროვება კონტრაქტორებისგან;
3. მოამზადოს მიმდინარე სამუშაოების შესახებ რეპორტი;
4. გადაამოწმოს და დაამუშავოს ფერმაში ადგილობრივად დასაქმებულების ნამუშევარი დღეების
ფაილი და მიაწოდოს სრული ინფორმაცია ფინანსურ დეპარტამენტს;
5. გადაამოწმოს და დაამუშავოს ფერმაში ტექნიკის მიერ შესრულებული სამუშაოების და
მასალების ტრანსპორტირების ფაილი და მიაწოდოს სრული ინფორმაცია ფინანსურ
დეპარტამენტს;
6. აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა;
7. მოამზადოს ხელშეკრულებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და გაუგზავნოს
იურიდიულ/ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;
8. უზრუნველყოს ყველა დოკუმენტაციაზე (მიღება-ჩაბარება, მომსახურების ხელშეკრულება და
აშ. ) მხარეების ხელმოწერა;
9. აწარმოოს/დაარქივოს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტები;
10. გაუწიოს ორგანიზება აღჭურვილობის, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის
შეძენას;
11. აკონტროლოს დოკუმენტაციის სიზუსტე;
12. აწარმოოს შეხვედრების განრიგი და საჭიროებისამებრ დაესწროს დანიშნულ შეხვედრებს;
13. გაუწიოს დახმარება პროექტის დირექტორს/ოპერაციების მენეჯერს შესაბამისი დავალებების
შესრულებაში;
14. უზრუნველყოს პროექტისთვის საჭირო პროცედურების სწორი და ხარისხიანი წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
● განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
● გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში/სამშენებლო სფეროში ჩაითვლება
უპირატესად;
● ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
● დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
● საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
● მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
● ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
● დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
● მოლაპარაკების წარმოების უნარი;
● სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@udabno.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.