ფერმის მენეჯერი
კომპანია: უდაბნო
პოზიცია: ფერმის მენეჯერი
დეპარტამენტი: საოპერაციო
მიმართულება: მეცხოველეობა
ანგარიშვალდებულია: ოპერაციების მენეჯერის და დირექტორის წინაშე
ძირითადი მოვალეობები:
1. გაუწიოს მეთვალყურეობა ცხოველების ჯანმრთელობას და მასთან შეუსაბამო ნიშნების
შემჩნევისთანავე მიიღოს შესაბამისი ზომები;
2. აკონტროლოს საძოვარ-სათიბები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილება და
იზრუნოს ტერიტორიის სისუფთავეზე;
3. მუდმივად იზრუნოს ზოოჰიგიენაზე;
4. ხელი შეუწყოს მეცხოველეობის მიმართულებით მიმდინარე/ახალი პროექტების
ოპერირებას შესაბამისი მიმართულებით;
5. ეცნობოდეს და ფლობდეს ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინოვაციებს;
6. საჭიროებისამებრ აწარმოოს მოლაპარაკებები კონსულტანტებთან/პარტნიორებთან;
7. აღმოაჩინოს და დროულად აღმოფხვრას საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლო
რისკები;
8. აწარმოოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტი, აკონტროლოს მათი
სიზუსტე და სისრულე;
9. განსაზღვროს ფერმისთვის საჭირო მასალა/ინვენტარი, მიაწოდოს ინფორმაცია
შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელს და აკონტროლოს მათი მიღება/ჩაბარება;
10. აწარმოოს ფერმებზე დასაქმებული შემსრულებლების დასწრების დოკუმენტი;
11. გაუწიოს მონიტორინგი მიმდინარე სამუშაოების მსვლელობას და შესრულებული
სამუშაოს ხარისხს;
12. შეიმუშაოს და იხელმძღვანელოს ცხოველთა დაავადებების კონტროლის
ინსტრუქციებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– განათლება შესაბამისი მიმართულებით;
– მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– იცნობდეს ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს;
– იცნობდეს ცხოველთა და ფრინველთა ძირითადი ინფექციურ, ინვაზიურ და
არაგადამდებ დაავადებებს, მათ პრევენციულ, საპროფილაქტიკო და სამკურნალო
ღონისძიებებს;
– ფლობდეს ცხოველთა სადეზინფექციო და სამკურნალო საშუალებების გამოყენების
წესებს;
– ფლობდეს ინფორმაციას საკარანტინო ღონისძიებების შესახებ;
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
– კომპიუტერული პროგრამები: Microsoft (excel, word).
– სასურველია მართვის მოწმობის ქონა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@udabno.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.