
ბუღალტერი
ძირითადი მოვალეობები:
1. განახორციელოს ბუღალტრული გადარიცხვები და გატარებები;
2. აწარმოოს საბუღალტრო დოკუმენტაცია და აღრიცხოს არსებული დოკუმენტები;
3. გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში
მოახსენოს მთავარ ბუღალტერს / ფინანსურ მენეჯერს;
4. მოამზადოს პერიოდული რეპორტები, მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად;
5. გაუწიოს ანალიზი და კონტროლი დებიტორებს და კრედიტორებს;
6. მოამზადოს ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციები;
7. განიხილოს საგადასახადო კუთხით კომპანიის ხელშეკრულებები;
8. უზრუნველყოს კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და
საერთაშორისო ფინანსურ აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობა.
საჭირო ცოდნა/უნარები:
• საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების ცოდნა;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება
უპირატესობად;
• საბუღალტრო პროგრამა Microsoft Dynamics NAV მუშაობის გამოცდილება
ჩაითვლება უპირატესობად;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-
მისამართზე hr@udabno.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.