ფერტი-ირიგაციის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
1. ორგანიზება გაუწიოს ახალი წვეთოვანი/სარწყავი სისტემის პროექტის დაგეგმვას, რათა
უზრუნველყოს პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულება;
2. უზრუნველყოს ნუშის ბაღებში არსებულ წვეთოვანი სისტემების გამართულად მუშაობა;
3. ორგანიზება გაუწიოს სასუქების გახსნას და ბაღებში შეტანის პროცესს;
4. უზრუნველყოს ნუშის ბაღებში დაზიანებული მილების აღდგენა – შეკეთება და მათი
გამართულად მუშაობა;
5. იზრუნოს სარწყავი სისტემების ტექნიკური ეფექტიანობის ამაღლების გზებზე;
6. იზრუნოს ფერტი-ირიგაციის ტექნიკურ მხარეზე და გაუმართაობის შემთხვევაში მიმართოს
ტექნიკური მიმართულების დეპარტამენტს;
7. უზრუნველყოს რეზერვუარებთან არსებული ფილტრების მოვლა და მათი გამართულად
მუშაობა;
8. მოახდინოს სასუქების და სხვა საჭირო მასალის მიღება საწყობიდან დოკუმენტაციის
საფუძველზე;
9. მუდმივად აკონტროლოს სამუშაო პროცესი და ჩაატაროს შემოვლითი ღონისძიებები;
10. იზრუნოს სამუშაო პროცესისთვის საჭირო პირობებზე;
11. იყოს პასუხისმგებელი წვეთოვანი სისტემის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებულ
ყველა სხვა საქმიანობაზე;
12. ხელი შეუწყოს პროექტის ოპერირებას შესაბამისი მიმართულებით;
13. დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი
და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
14. პერიოდულად რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია წვეთოვანი სარწყავი სისტემების
დეპარტამენტის მენეჯერს;
15. მისცეს სტიმული და მოტივაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს,
თანმიმდევრულად და სამართლიანად გადაანაწილოს დავალებები;
16. სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვროს მისი სამუშაო არეალის რისკები (სახანძრო უსაფრთხოება,
ელექტრო/მექანიკური ხელსაწყოები, ტვირთის სიმძიმე, სისუფთავე და ა.შ) და აღმოჩენის
შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელს;
17. ორგანიზება გაუწიოს სამუშაო სივრცის დროულ დასუფთავებას და ნარჩენების გატანას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– წვეთოვან სარწყავ სისტემებთან და 3 ფაზა ელ. ძრავებთან მინიმუმ 1 წლიანი
გამოცდილება;
– განათლება შესაბამისი (საინჟინრო-ტექნოლოგიური; აგრარული მეცნიერებები)
მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
– გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
– სასურველია ელექტრონულად მართვადი პროცესების სამართავი პროგრამების ცოდნა.
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
– საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@udabno.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.