მექანიზაციის მენეჯერი

პოზიცია: მექანიზაციის მენეჯერი
დეპარტამენტი: მექანიზაციის
ანგარიშვალდებულია: დირექტორის წინაშე
ძირითადი მოვალეობები:
1. უხელმძღვანელოს მექანიზაციის მიმართულებას, მართოს მძიმე ტექნიკასთან
დაკავშირებული საქმიანობა და მიმდინარე პროცესები;
2. ჩაერთოს ბაღებში დაგეგმილი აგროტექნიკური საქმიანობის (წამლობა, მულჩირება,
ფრეზირება, კულტივაცია, ჰერბიციდის შეტანა, სასუქების დარიგება და ა.შ)
საკითხებში;
3. სწორად და ეფექტურად გადაანაწილოს აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო
ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, აკონტროლოს და აღრიცხოს მათ მიერ
შესრულებული სამუშაოს ხარისხი, დრო და რაოდენობა;
4. უხელმძღვანელოს მძიმე ტექნიკის მიმართულებით დასაქმებულ გუნდს, დაგეგმოს და
კოორდინირება გაუწიოს მათ საქმიანობას;
5. იზრუნოს და იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის
გამართულობაზე და განახორციელოს დროული საექსპლუატაციო სამუშაოები;
6. უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება აგროტექნიკური
მოთხოვნების შესაბამისად (ნიადაგის გაფხვიერება, სასუქების შეტანა, ვიწრო
რიგთაშორისების დამუშავება, მცენარეთა დაცვის ოპერაციები, ბალახების თიბვა და
სხვა);
7. ეფექტურად დაგეგმოს ტექნიკურ-მატერიალური მარაგის გამოყენება;
8. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიიღოს ინფორმაცია მძიმე ტექნიკის
მძღოლებისგან ტექნიკის მდგომარების შესახებ და გაუმართაობის შემთხვევაში
აცნობოს შესაბამისი მიმართულების წარმომადგენელს;
9. განსაზღვროს და გაითვალისწინოს უდაბნოს ახალი/მიმდინარე პროექტისთვის საჭირო
ტექნიკის რაოდენობა, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსი, ტექნიკური მახასიათებლები
და აშ;
10. საჭიროებისამებრ აწარმოოს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
დოკუმენტები და შექმნას ყველა საჭირო მასალა და სხვა;
11. ორგანიზება გაუწიოს საჭირო აღჭურვილობის და ტექნიკისა შეძენას;
12. აკონტროლოს და წერილობით დაადასტუროს მძიმე ტექნიკის (ტრაქტორი)
ოპერატორების მიერ ჩასხმული საწვავის ოდენობა და მიზნობრიობა;

13. აღრიცხოს მძიმე ტექნიკის ოპერატორების ნამუშევარი დღეები და მიაწოდოს
ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენელს;
14. მოიძიოს ახალი სანდო პარტნიორი კომპანიები და შეინარჩუნოს, განავითაროს
ურთიერთობები არსებულ პარტნიორ კომპანიებთან;
15. პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია რეპორტის სახით დირექტორს მიმდინარე და
შესრულებული სამუშაოების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ

მისამართზე: hr@udabno.com.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თარიღი

ნოე 10 2021 - დეკ 05 2021
დასრულებული !

დრო

8:00 am - 6:00 pm
კატეგორია
უდაბნო

ორგანიზატორი

უდაბნო
ელ-ფოსტა
hr@udabno.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *