მექანიზაციის ადმინისტრატორი

კომპანია: უდაბნო
პოზიცია: მექანიზაციის ადმინისტრატორი
დეპარტამენტი: მექანიზაცია
ექვემდებარება: მექანიზაციის დეპარტამენტის მენეჯერს
ადგილმდებარეობა: საგარეჯოს რაიონი
ძირითადი მოვალეობები:
1. აღრიცხოს და აკონტროლოს საწვავის ნაშთები;
2. უზრუნველყოს საწვავის შეკვეთის ფორმირება;
3. საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საწვავის ბარათები;
4. შეადგინოს საწვავის ჩამოწერის აქტები და მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს
კომპანიის მიერ დადგენილ ვადებში;
5. უზრუნველყოს მექანიზაციის დეპარტამენტის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის
მომზადება და აღრიცხოს არსებული დოკუმენტები;
6. აწარმოოს ტექნიკის და საწვავის მონიტორინგი GPS – ების საშუალებით;
7. ყოველდღიურად აკონტროლოს და აღრიცხოს მექანიზაციის დეპარტამენტში
მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებულების ნამუშევარი დღეები და უშუალო
ხელმძღვანელის მხრიდან დასტურის შემდეგ ყოველთვიურად მიაწოდოს შესაბამისი
მიმართულების თანამშრომელს;
8. გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში
მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს;
9. მოამზადოს პერიოდული ანგარიშები, წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს და
იხელმძღვანელოს მიღებული მითითებებით;
10. შეადაროს მიღებული და დახარჯული საწვავის ხარჯები ფაქტობრივ მონაცემებს;
11. საჭიროებისამებრ, აწარმოოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული
დოკუმენტები;
12. სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვროს მისი სამუშაო არეალის რისკები (სახანძრო
უსაფრთხოება, ელექტრო/მექანიკური ხელსაწყოები, ტვირთის სიმძიმე, სისუფთავე და
ა.შ) და აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელს;
13. იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და კომპანიაში არსებული
ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• ფიზიკური გამძლეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე და

სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

hr@udabno.com

თარიღი

ივლ 22 2022 - აგვ 22 2022
დასრულებული !
კატეგორია
უდაბნო

ორგანიზატორი

უდაბნო
ელ-ფოსტა
hr@udabno.com