პროექტის მენეჯერი
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ აცხადებს ვაკანსიას აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობის“ ფარგლებში, პროექტის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4500-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა
და პოლიტიკის ფორმირებაში. ასოციაცია არის სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი. ასევე, ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL) პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა;
- პარტნიორ ორგანიზაციასთან კოორდინაცია, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და საერთო აქტივობების დაგეგმა;
- პროექტის გადამკვეთი აქტივობების განხორციელების კოორდინაცია;
- პროექტის თანამშრომლების მუშაობის ზოგადი ზედამხედველობა, დავალებების განაწილება პრიორიტეტების მიხედვით;
- მესაქონლეობის დარგში არსებულ ასოციაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- GeoGAP-ის სერტიფიცირების განხორციელების ხელშეწყობა და შემუშავებული გეგმების/დოკუმენტების რეგულარული გადახედვა;
- ასოციაციებისა და GeoGAP-ის განხორციელებაში ჩართული მხარეებისთვის ტრენინგის პროგრამების დაგეგმვა ისეთ თემებზე, როგორიცაა ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფონდების მოზიდვა და წევრებისთვის სერვისების შემუშავება;
- SQIL პროექტის ფარგლებში ღონისძიებების და კონფერენციების დაგეგმვა/ორგანიზება და საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორში ჩართულ მხარეებთან სურსათის უვნებლობასა და ხარისხის საკითხებზე კომუნიკაცია;
- დარგობრივი ასოციაციების წევრებისა და GeoGAP-ის სერტიფიცირებული ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის საერთაშორისო ინდუსტრიული ასოციაციების საქმიანობისა და სტრატეგიების გაცნობა;
- ასოციაციების და მათი წევრების მხარდაჭერა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორში არსებული პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პრიორეტიზაციაში, ფორმულირებასა და სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში;
- რძის და საქონლის ხორცის პროდუქტების მწარმოებლებისა და ფერმერების მხარდაჭერა ბაზარზე წვდომასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში;
- მესაქონლეობის დარგში არსებული პროდუქტების ფასების შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების კოორდინაცია;
- ფინანსურ მენეჯერთან ერთად ბიუჯეტისა და დანახარჯების მონიტორინგი;
- პროექტის დეტალური გეგმის შედგენა და მისი კონტროლი;
- პროექტის მიმდინარეობისა და პროგრესის მონიტორინგი;
- ანგარიშების მომზადება პროექტის დონორისთვის;
- დონორის პოლიტიკასთან და პროცედურებთან, სათანადო წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან, მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით რეგიონებში ხშირი ვიზიტი;
- ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სოფლის მეურნეობის სფეროს ცოდნა (განსაკუთრებით მესაქონლეობის მიმართულებით) და/ან აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება უპირატესობად მიიჩნევა;
- ინგლისური და რუსული(სასურველია) ენების ცოდნა;
- MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
გარანტიები:
- შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge
ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!