პროექტის მენეჯერი

პოზიცია: პროექტის მენეჯერი
დეპარტამენტი: პროექტების მართვის
ანგარიშვალდებულია: დირექტორის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:
1. დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ყოველდღიურ ოპერაციებს;
2. მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში
გასცეს შესაბამისი მითითებები;
3. აკონტროლოს პროექტის ვადები და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს მითითებები
პროცესების დაჩქარების მიზნით;
4. ორგანიზება გაუწიოს უდაბნოს მიმართულებით ახალი პროექტების დაგეგმვას, რათა
უზრუნველყოს პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულება;
5. განსაზღვროს და გაითვალისწინოს უდაბნოს ახალი პროექტის დაწყებისას, პროექტის
ვადა, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსი, ტექნიკური მახასიათებლები და აშ;
6. შეაფასოს და განსაზღვროს პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი რისკები, მართოს
მიმდინარე პრობლემები და აწარმოოს მონიტორინგი პროექტის თოთოეულ ეტაპზე;
7. საჭიროების შემთხვევაში დაიქირავოს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები
(HVAC/MEP, კონსტრუქტორები, ხმის სპეციალისტები და ა.შ) და განსაზღვროს
საოპერაციოს ხარჯები;
8. დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს
ხარისხი და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
9. ყოველდღიურად აკონტროლოს სამუშაო პროცესი, რათა ყველა შესრულებული სამუშაო
თანხვედრაში იყოს პროექტის მიზნებთან;
10. მოამზადოს ყოველთვიური პროგრეს რეპორტი;
11. შეამოწმოს და დაადასტუროს ფორმა#2-ები;
12. გაუწიოს მონიტორინგი ახალი/მიმდინარე პროექტის ბიუჯეტს და აკონტროლოს
გადახარჯვები;
13. პროექტისთვის მოამზადოს მენეჯმენტის მიმდინარე გეგმები და შეათანხმოს შესაბამისი
მიმართულებით;
14. საჭიროებიდან გამომდინარე აიღოს პროექტისთვის საჭირო ნებართვები;

15. აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების
სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან და
პროექტის მოთხოვნებთან;
16. შესრულებული ამოცანების საფუძველზე მუდმივად განაახლოს პროექტის განვითარების
ფაზა და გააკეთოს განახლებული მონაცემების კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან და
ყველა ჩართულ პირთან;
17. მოამზადოს რეპორტი პროექტის ბიუჯეტისა და მიმდინარე ხარჯვითი ნაწილის ჭრილში
და გადახარჯვის შემთხვევაში უზრუნველყოს მენეჯმენტის და პროექტში ჩართული
პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– განათლება შესაბამისი მიმართულებით;
– კონსტრუქციული/ არქიტექტურული ნახაზების აღქმის და ანალიზის უნარი;
– საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა ჩაითველბა უპირატესად;
– საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ

მისამართზე: hr@udabno.com.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თარიღი

ნოე 10 2021 - დეკ 05 2021
დასრულებული !

დრო

8:00 am - 6:00 pm
კატეგორია
უდაბნო

ორგანიზატორი

უდაბნო
ელ-ფოსტა
hr@udabno.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *