საველე ზედამხედველი

კომპანია: უდაბნო
პოზიცია: საველე ზედამხედველი
დეპარტამენტი: საოპერაციო
მიმართულება: აგრონომია
ანგარიშვალდებულია: საველე მენეჯერის და ოპერაციების მენეჯერის წინაშე.
ძირითადი მოვალეობები:
1. ყოველდღიურად აკონტროლოს აგრო ტექნიკური საქმიანობის (გასხვლა, ნიადაგის დამუშავება,
მავნებლების კონტროლი და ა.შ.) მიმდინარეობა ნუშის ბაღებში;
2. ზედამხედველობა გაუწიოს მის პასუხისმგებლობაში მქონე ნაკვეთის მორწყვას, აკონტროლოს
ნიადაგის ტენიანობა და მართოს სასუქების შეტანის პროცესი;

3. აწარმოოს მცენარეების დაავადებებისა და პესტიციდების, ასევე, მათი ზოგადი ზრდა-
განვითარების კონტროლი;

4. იყოს ჩართული მოსავლის აღების პროცესსა და ხარიხის მონიტორინგში;
5. მონაწილეობა მიიღოს მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგში;
6. სწორად და ეფექტურად გადაანაწილოს საველე სამუშაოებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი
და აკონტროლოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
7. ყოველდღიურად აწარმოოს რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
8. წარმართოს ბაღში სამუშაოები აგრო კალენდრის მიხედვით;

მოთხოვნები
• სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
• სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება,
• უცხო ენების ცოდნა ( ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• ფიზიკური გამძლეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• პუნქტუალური და შრომისმოყვარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე

hr@udabno.com

თარიღი

ნოე 10 2021 - დეკ 05 2021
დასრულებული !

დრო

8:00 am - 6:00 pm
კატეგორია
უდაბნო

ორგანიზატორი

უდაბნო
ელ-ფოსტა
hr@udabno.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *