წვეთოვანი სარწყავი სისტემების დეპარტამენტის მენეჯერი
პოზიცია: წვეთოვანი სარწყავი სისტემების დეპარტამენტის მენეჯერი
დეპარტამენტი: წვეთოვანი სარწყავი სისტემების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულია: დირექტორის წინაშე
ძირითადი მოვალეობები:
1. ორგანიზება გაუწიოს ახალი წვეთოვანი სარწყავი სისტემის პროექტის დაგეგმვას, რათა
უზრუნველყოს პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულება;
2. შეაფასოს და განსაზღვროს პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი რისკები, მართოს
მიმდინარე პრობლემები და აწარმოოს მონიტორინგი პროექტის თოთოეულ ეტაპზე;
3. დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ყოველდღიურ ოპერაციებს;
4. მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში
გასცეს შესაბამისი მითითებები;
5. უზრუნველყოს ნუშის ბაღებში არსებული წვეთოვანი სისტემების გამართულად მუშაობა;
6. გაუწიოს მონიტორინგი სასუქების გახსნის და ბაღებში შეტანის პროცესს;
7. იზრუნოს სარწყავი სისტემების ტექნიკური ეფექტიანობის ამაღლებაზე;
8. განსაზღვროს და გაითვალისწინოს ახალი პროექტის დაწყებისას წვეთოვანი სისტემების
მოწყობის ვადა, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსი, ტექნიკური მახასიათებლები და აშ.
9. იზრუნოს ფერტი-ირიგაციის ტექნიკურ მხარეზე და გაუმართაობის შემთხვევაში მიმართოს
ტექნიკურ მენეჯერს;
10. გაუწიოს მონიტორინგი რეზერვუარებთან არსებული ფილტრების მოვლას და მათ
გამართულად მუშაობას;
11. მუდმივად აკონტროლოს სამუშაო პროცესი და ჩაატაროს შემოვლითი ღონისძიებები;
12. იყოს პასუხისმგებელი წვეთოვანი სისტემის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებულ
ყველა სხვა საქმიანობაზე;
13. დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი
და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები;
14. პერიოდულად რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია დირექტორს;
15. გაუწიოს მონიტორინგი ახალი/მიმდინარე პროექტის ბიუჯეტს და აკონტროლოს
გადახარჯვები;
16. შესრულებული ამოცანების საფუძველზე მუდმივად განაახლოს პროექტის განვითარების ფაზა
და გააკეთოს განახლებული მონაცემების კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან და ყველა
ჩართულ პირთან;
17. კრიტიკული სიტუაციების დროს იყოს ორგანიზებული და გაუთვალისწინებლობის
თავიდან აცილების მიზნით დაგეგმოს ოპერატიული სამუშაოები;
18. მისცეს სტიმული და მოტივაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს,
თანმიმდევრულად და სამართლიანად გადაანაწილოს დავალებები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
– მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– განათლება შესაბამისი (საინჟინრო-ტექნოლოგიური; აგრარული მეცნიერებები)
მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
– გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
– საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
– ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
– დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
– მოლაპარაკების წარმოების უნარი;
– სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
– ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@udabno.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.